მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მთავარი მიღწევა ალიანსში სოლიდარობისა და ერთიანობის გაძლიერება იქნება
ერდოღანი იმედოვნებს, რომ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მთავარი მიღწევა ალიანსში სოლიდარობისა და ერთიანობის გაძლიერება იქნება

ერდოღანი იმედოვნებს, რომ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მთავარი მიღწევა ალიანსში სოლიდარობისა და ერთიანობის გაძლიერება იქნება

იმედი|imedinews.ge

თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ივლისში ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მთავარი მიღწევა ალიანსში სოლიდარობისა და ერთიანობის გაძლიერება იქნება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თუკი მოკავშირეებს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება სურთ, მათ ტვირთი სამართლიანად და თანაბრად უნდა გაინაწილონ, მათ შორის მოხსნან თავდაცვის ინდუსტრიაში ვაჭრობაზე არსებული წინაღობები.

„ჩვენი მთავარი მოლოდინია ისეთი შედეგების მიღწევა, რომლებიც დაიცავს მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებს, განამტკიცებს ალიანსის სოლიდარობისა და ერთიანობის სულისკვეთებას. თუ გვსურს ვებრძოლოთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ, უნდა მოვხსნათ შეზღუდვები თავდაცვის ინდუსტრიით ვაჭრობაზე, ამავდროულად კი ტვირთის განაწილება ბალანსირებულად და სამართლიანად განვახორციელოთ“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში, ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებისთვის გამართულ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, მოკავშირეები შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ირანში, უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებს. ანკარა ნატოს სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამიტზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?BM.GE
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
  • პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულადნეტგაზეთი
  • თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" სამიტში მიიღო მონაწილეობა - ადმინისტრაციატვ პირველი
სამიტზე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი