მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა
ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა

ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ეროვნულ სასახლეში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ალბომი ნინო თორაძემ, შორენა შავერდაშვილმა და ნიკოლოზ წულუკიძემ წარუდგინეს.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო.

„სასიხარულოა, რომ ლიანა ასათიანის შესახებ საიუბილეო ალბომი გამოიცა. მოგეხსენებათ, ლიანა ასათიანი და თორაძეების ოჯახი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია; შესაბამისად, ეს წიგნი მხოლოდ ერთი ხელოვანის ბიოგრაფია კი არა, მთელი ეპოქისა და იმ ადამიანების ისტორიაა, რომლებმაც ქართული კინოსა და მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საიუბილეო ალბომი ლიანა ასათიანის პირად ჩანაწერებს, თორაძეების ოჯახურ არქივს და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცულ ფოტომასალას, ასევე, მსახიობის წერილების, ჩანაწერებისა და ინტერვიუების ფრაგმენტებს მოიცავს.

ლიანა ასათიანის შემოქმედებითი ბიოგრაფია ქართული კინემატოგრაფის ოქროს ხანას და მარჯანიშვილის თეატრის სცენას უკავშირდება. ალბომში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მსახიობის შვილს, პიანისტ ლექსო თორაძეს.

საიუბილეო ალბომის გამომცემელია შორენა შავერდაშვილი, შემდგენელი - ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო ტექსტუალურ მასალაზე თეატრმცოდნე ლელა არაბიძემ იმუშავა.

ღონისძიება „თორაძეების ფონდისა“ და შორენა შავერდაშვილის გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

იმედი

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი