მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 15 - სამცხე-ჯავახეთში, 3 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 5 - გურიაში, 8- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი: იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 391 ფაქტი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა