
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მათ, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ საგანმანათლებლო პროგრამები მათთვის სასურველი რაოდენობით.
გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:
გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს; ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge