მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მარტა კოსის განცხადებაზე: გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მარტა კოსის განცხადებაზე: გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან

იმედი|imedinews.ge

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აქვეყნებს ვრცელ წერილს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ, მაგრამ ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც მათ.

წერილში აღნიშნულია, რომ მარტა კოსის განცხადების უკან დიდი საფრთხე იმალება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს სახელმწიფოებრივი საკითხები, მიიღოს საქართველოს გარეშე.

„ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, რომლის წარსულ საქმიანობასა და იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებული არაერთი შეკითხვა არსებობს, განაცხადა, რომ განიხილება იდეა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ. გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან. ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა, თუ რა ფორმალური წესები არსებობს ევროკავშირში და ორგანიზაციას რა სახის ბერკეტები გააჩნია წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად, ყველამ კარგად იცის, რომ მარტა კოსის გაჟღერებული იდეის მიღმა დიდი საფრთხე იმალება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, ფაქტობრივად, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, საქართველოს გარეშე მიიღოს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, როგორ ებრძვის ევროპული ბიუროკრატია განსხვავებულ შეხედულებებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად, საბოლოოდ გადაწყვიტეს, ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრი, რომელიც მათ ხედვებს ეწინააღმდეგება, თანაც, ამის გაკეთებას ყველაზე უხეში ფორმით ფიქრობენ და იმ ორგანიზაციაში წევრობისთვის, რომელიც მრავალფეროვნებისა და თანაბარუფლებიანობის იდეას დაეფუძნა, ქვეყნებს საკუთარი ხმის უფლების დათმობასა და უსიტყვო მორჩილებაზე თანხმობას სთავაზობენ“, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • "საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკასრუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი