მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

მატჩის ბედი ესპანელთა სასარგებლოდ მიკელ ოიარსაბალისა და პედრო პოროს გოლებმა გადაწყვიტა. ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე გაიხსნა. ლამინ იამალზე განხორციელებული ფოლის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა. მატჩის საბოლოო წერტილი კი 58-ე წუთზე პედრო პორომ დასვა.

ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 2010 წელს კი მათ ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები (1998, 2018) და წინა მუნდიალის ფინალისტები მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იასპარეზებენ. ფრანგები მეოთხედ ითამაშებენ ბრინჯაოს მედლებისთვის, საიდანაც ორი შემთხვევა (1958, 1986) წარმატებული იყო.

მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს დასრულდება. ფინალისტის ვინაობა მეორე ნახევარფინალში გაირკვევა, სადაც ოთხშაბათს ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

იმედი

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

იმედი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

იმედი

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

იმედი