მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება
The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

იმედი|imedinews.ge

ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

აღნიშნულ მოლაპარაკებებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამერიკის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თეირანთან ხანგრძლივმა სამხედრო დაპირისპირებამ გლობალურ ბაზრებზე საწვავის მიწოდების სერიოზული შეფერხებები გამოიწვია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი ვენესუელის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ქვეყნის 17 ყველაზე პერსპექტიულ ნავთობისა და გაზის საბადოში წილები მოიპოვოს.

აღნიშნულ საბადოებში არსებული 90 მილიარდი ბარელის ოდენობის დადასტურებული მარაგები შეერთებულ შტატებს საკუთარი ენერგორესურსების გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს.

შედარებისთვის, ოფიციალური კარაკასის მონაცემებით, ვენესუელა 300 მილიარდ ბარელ დადასტურებულ ნავთობს ფლობს, რაც მსოფლიოში უდიდესი საბადოების მაჩვენებელია.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა Axios-თან საუბარში აღნიშნა: „ამ შეთანხმებისთვის დიდი გარიგების წოდება მის რეალურ მასშტაბებს ვერ ასახავს. ეს ჭეშმარიტად გრანდიოზული შეთანხმებაა“.

სხვა მაღალჩინოსნის შეფასებით: „პრეზიდენტი ტრამპი ახლოსაა იმ შეთანხმებასთან, რომელიც ამერიკის ენერგოუსაფრთხოებას ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს, თანაც არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში“.

მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება გზას გაუხსნის ამერიკული კორპორაციებისა და კონტრაქტორების დაბრუნებას, რომლებიც საბადოების მართვას ჩაიბარებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდაBM.GE
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

იმედი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

იმედი

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი