მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად ითვლება
ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად ითვლება

ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად ითვლება

იმედი|imedinews.ge

ესპანეთის სამხრეთში, ტყის მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 23 პირი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მეხანძრეები კვლავ ცდილობენ ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ხანძრის კონტროლქვეშ მოქცევას.

ანდალუსიის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის ანტონიო სანცის განცხადებით, დაღუპულთა შორის ერთი ესპანეთის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი, სავარაუდოდ, უცხოელები იყვნენ, რომლებმაც ევაკუაციის ნაცვლად ადგილზე დარჩენის მითითება არ გაითვალისწინეს.

მისი თქმით, ადამიანები ავტომობილებით გაქცევას ცდილობდნენ, თუმცა ცეცხლმა ისინი სწრაფად მოიცვა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი ალმერიის პროვინციის ქალაქ ლოს-გალარდოსის მიმდებარედ მდებარე ტყიან ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

სანცის განცხადებით, ერთ ავტომობილში ოთხი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ, რადგან მანქანას მარჯვენასაჭიანი საჭე ჰქონდა. კიდევ რვა ადამიანი მას შემდეგ იპოვეს გარდაცვლილი, რაც, როგორც ჩანს, ავტომობილები დატოვეს და ფეხით გაქცევა სცადეს იმ მიმართულებით, რომელიც ევაკუაციის გეგმაში არ შედიოდა.

მისივე თქმით, დამწვარი ცხედრების ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამისთვის დნმ-ის ანალიზი იქნება საჭირო.

„ხანძარი დენთივით გავრცელდა“, - განაცხადა ანდალუსიის რეგიონის ხელმძღვანელმა ხუან მანუელ მორენომ ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ეს იყო „ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და რთული ხანძარი, რაც კი ოდესმე გვინახავს“.

მორენოს განცხადებით, დაკარგულთა ნაწილი, სავარაუდოდ, ტყეში მყოფი მოლაშქრეები არიან, რომლებიც ხანძარმა მოულოდნელად მოიცვა. სამაშველო ჯგუფებმა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სალაშქრო ჯოხიც იპოვეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარიარუსთავი 2
  • რუსეთში Ozon-ის სამ ლოგისტიკურ ობიექტს დრონებით შეუტიეს - ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური ხანძარიატვ პირველი
  • NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყოფორმულა
  • კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს აანონსებსBM.GE
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

იმედი

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

იმედი

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

იმედი

რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

იმედი