მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო
NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო

NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAP) 19 აგვისტოს დილით დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოაშკარავების მიზნით მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყეს.

უწყების ოფიციალური ცნობით, აღნიშნული სქემა პარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ხელმძღვანელობით, პრეზიდენტის ოფისის ჩინოვნიკებისა და სხვა მაღალჩინოსნების უშუალო მონაწილეობით მოქმედებდა. დამოუკიდებელი გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა ამ დროისთვის მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე ირინა მუდრასთან და დეპუტატ ვადიმ სტოლართან, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად აკრძალული პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ მოხვდა, თუმცა საქმის კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ეს ოპერაცია უკრაინაში ბოლო დროს დაწყებული მაღალი პროფილის ანტიკორუფციული გამოძიებების სერიის ნაწილია. NABU და SAP აქტიურად იძიებენ სხვა ცნობილი ფიგურანტების საქმეებსაც, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის წინააღმდეგ, რომელსაც ფულის გათეთრებაში ედება ბრალი და 2026 წლის მაისში შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ იზოლატორი დატოვა.

გარდა ამისა, 2026 წლის აგვისტოს დასაწყისში უკანონო გამდიდრებასა და დეკლარაციის ყალბად შევსებაში ეჭვმიტანილად ცნეს ყოფილი ელჩი აშშ-ში ოლჰა სტეფანიშინა, ხოლო 2025 წლის ნოემბერში ანტიკორუფციულმა უწყებებმა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოააშკარავეს და პასუხისგებაში არაერთი მაღალჩინოსანი მისცეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ევროპაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - ყველაზე რთული ვითარება ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშიარუსთავი 2
  • კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებსიმედი
  • „ზეწოლა უნდა გაიზარდოს, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“ - კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებსტვ პირველი
  • კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს აანონსებსBM.GE
მასშტაბური →უკრაინის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

რუსული დრონების შეტევას ზაპოროჟიესა და ხერსონში მსხვერპლი მოჰყვა

რუსული დრონების შეტევას ზაპოროჟიესა და ხერსონში მსხვერპლი მოჰყვა

ფორმულა

ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავს

ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავს

ფორმულა

მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდია

მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდია

ფორმულა

"ბიბლუსი" წიგნების დაზიანების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

"ბიბლუსი" წიგნების დაზიანების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

ფორმულა