მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს
ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს

იმედი|imedinews.ge

ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

შესწორებები შევიდა კანონში „პოლიტიკური პარტიების შესახებ“. მათი ინიციირება ერთი წლის წინ მოხდა.

ახალი კანონის მიხედვით, აგრეთვე იზრდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობის კომიტეტის უფლებებიც. როგორც „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის დეპუტატმა, რიინა სიკუტმა განაცხადა, კომიტეტს უფლება ექნება გამოითხოვოს დოკუმენტაცია და ჩვენების მისაცემად ცალკეული პირები დაიბაროს.

ახალი კანონით განისაზღვრება აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ვადებიც. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანია მათი გამოცხადების დღიდან დაიწყება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 90 დღით ადრე აიღებს სტარტს.

დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღება ევროკავშირის დირექტივას წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც კანონს ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ის ძალაში შევა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი