მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv: რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შერბილდება
Euractiv: რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შერბილდება

Euractiv: რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შერბილდება

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს მნიშვნელოვნად შერბილებული სახით დაამტკიცებენ. ინფორმაციას Euractiv-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, წევრი ქვეყნების ელჩები პარასკევს შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან, რის შემდეგაც საკითხი ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილება. თუმცა, მოლაპარაკებების პროცესში ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ყველაზე მკაცრი ზომების ნაწილი უკვე შეიცვალა ან მნიშვნელოვნად შერბილდა.

ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ევროკავშირში შესვლის შეზღუდვაა. თავდაპირველად ესტონეთისა და ლიეტუვის ინიციატივა, რომელსაც მოგვიანებით ევროკომისიაც შეუერთდა, რუსეთის ყოფილი სამხედროებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ითვალისწინებდა.

თუმცა, საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის მოთხოვნით, ინიციატივა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დიპლომატიური წყაროების ცნობით, აკრძალვა, სავარაუდოდ, მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს შეეხება და გავრცელდება არა ყველა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეზე, არამედ მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ან სამხედრო ოპერაციებში.

Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომ თავდაპირველი წინადადების პრაქტიკაში განხორციელება რთული იქნებოდა და ეროვნული სავიზო უწყებებისთვის მეტი მოქნილობის საშუალების დატოვებას ითხოვს.

გამოცემის ხელთ არსებული დიპლომატიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ვიზების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 10,2%-ით გაზარდეს. ყველაზე მეტი ვიზა საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა გასცეს.

კიდევ ერთი სადავო საკითხია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების გამკაცრება. ევროკომისია რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ამჟამინდელი დონით ექვსი თვით შენარჩუნებას ითხოვს, თუმცა საბერძნეთი, რომლის ეკონომიკაც საზღვაო გადაზიდვებზეა დამოკიდებული, ამ ვადის სამ თვემდე შემცირებას მოითხოვს.

ამასთან, Euractiv-ის ინფორმაციით, ათენი სანქციების მხარდაჭერის სანაცვლოდ ითხოვს გამონაკლისს, რომელიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს ევროკომისიის გეგმა, რომლის მიხედვითაც 2027 წლის იანვრიდან რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვის აკრძალვა მისი ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში გადაყიდვასაც უნდა გავრცელდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის პროცესს იწყებსBM.GE
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

იმედი

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი