მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის გამო ისრაელი დაასანქციროს​
Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის გამო ისრაელი დაასანქციროს​

Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის გამო ისრაელი დაასანქციროს​

იმედი|imedinews.ge

უკრაინასა და ისრაელს შორის დიპლომატიური კრიზისი გამწვავდა, ჰაიფაში რუსული გემის ჩასვლის გამო, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადააქვს. ბრიუსელი აცხადებს, რომ მზად არის სანქციები დააწესოს ჩართული პირების მიმართ, - წერს Euronews-ი.

ტელეარხის ცნობით, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას.

„ევროკავშირმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელში, ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის უფლება მისცეს, ისრაელის ხელისუფლებისადმი უკრაინის ადრინდელი მიმართვის მიუხედავად.

ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო ომის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, სანქციების სიაში შევიყვანოთ მესამე ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები. ჩვენ უკვე მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა Euronews-ს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, Panormitis-ის გამოჩენამ ჰაიფაში, უკრაინასა და ისრაელს შორის დაძაბულობა პიკამდე მიიყვანა. გემს, რომელსაც სავარაუდოდ 6 200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადააქვს, ტვირთი ჯერ არ დაუცლია. თუმცა, ამ თვის დასაწყისში უკრაინული ნაპარავი მარცვლეულის კიდევ ერთ პარტიას გადაადგილების უფლება დართეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოუწოდა ისრაელს, უარი თქვას რუსულ გემზე და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროპელებთან კოორდინაციით დაიწყებს „შესაბამისი სანქციების“ მომზადებას მათ წინააღმდეგ, ვინც „ამ კრიმინალური სქემით სარგებლის მიღებას ცდილობს“.

კიევმა მანამდე სთხოვა ბრიუსელს, გამოიყენოს „ყველა შესაძლო ინსტრუმენტი“ მოსკოვის მიერ ნაძარცვი მარცვლეულის გლობალური გაყიდვების შესაჩერებლად, მათ შორის სასაზღვრო კონტროლის სააგენტო Frontex-ის ჩართვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდონ საარმა, განაცხადა, რომ გემი Panormitis „შემოწმდება“ და სახელმწიფო უწყებები „კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →რუსული →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი