მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი დასრულდეს
Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი დასრულდეს

Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი დასრულდეს

იმედი|imedinews.ge

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

ეს ცვლილება ფაქტობრივად გააუქმებს ვეტოს უფლებას, რომელიც ამჟამად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან თითოეულს აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაბლოკოს. თუმცა, ვადეფულის თქმით, ერთსულოვნება კვლავ სასურველ მიზნად დარჩება.

მისი განცხადებით, კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი „ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, იმ სფეროებშიც იმოქმედოს, სადაც დღეს გადაწყვეტილებების მიღება ჩიხშია შესული.“

„ჩვენი ხელმძღვანელობით უკვე 12 წევრი სახელმწიფო გაერთიანდა, რათა ეს ცვლილება განხორციელდეს,“ - განაცხადა ვადეფულმა.

ბოლო თვეებში ფართო განხილვის საგანი გახდა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვა. ვიქტორ ორბანმა, რომელმაც თავდაპირველად სესხს მხარი დაუჭირა, მოგვიანებით მისი დამტკიცება შეაჩერა მას შემდეგ, რაც „დრუჟბას“ მილსადენზე დაზიანებამ უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება დროებით შეაფერხა.

მოგვიანებით, 12 აპრილის არჩევნებში პეტერ მაგიართან დამარცხების შემდეგ, ორბანმა პოზიცია შეცვალა და სესხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

„ეს გასულ კვირასაც დავინახეთ, როდესაც თანხები საბოლოოდ გამოიყო,“ — განაცხადა ვადეფულმა ბერლინში. „საკმარისია, ერთმა ან რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საერთო პოზიციას გადაუხვიოს, რომ მთელი ევროკავშირის მოქმედება შეფერხდეს.“

Euronews-ის მიერ მოპოვებული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ალიანსი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებს, ევროკავშირი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადოს.

ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ვადეფულმა განაცხადა, რომ მომავალში ახალი წევრების მიღება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და არა ერთბაშად.

მისი თქმით, ასეთი ეტაპობრივი მიდგომა შესაძლოა დაეხმაროს იმ წინააღმდეგობის დაძლევას, რომელიც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის, განსაკუთრებით კი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ არსებობს.

ვადეფულს უკრაინა პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა ბოლო წლებში არაერთხელ განიხილებოდა წინადადება, რომლის მიხედვითაც კიევს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებამდე შეზღუდული ან ნაწილობრივი წევრობის ფორმა შეიძლება შესთავაზონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • ევროკავშირი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე შეთანხმდაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: აშშ-მა ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმები განახორციელა თეირანის მიერ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ

The Wall Street Journal: აშშ-მა ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმები განახორციელა თეირანის მიერ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ

იმედი

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

იმედი

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

იმედი

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი