მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: სანქციები გაურკვეველ მდგომარეობაშია - როგორ აღმოჩნდა ჩიხში ევროკავშირის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა
Euronews: სანქციები გაურკვეველ მდგომარეობაშია - როგორ აღმოჩნდა ჩიხში ევროკავშირის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა

Euronews: სანქციები გაურკვეველ მდგომარეობაშია - როგორ აღმოჩნდა ჩიხში ევროკავშირის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა

იმედი|imedinews.ge

Euronews-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ აღმოჩნდა ჩიხში ბრიუსელის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა.

გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მე-20 პაკეტის გეგმა წარადგინა, მისი მთავარი აქცენტი საზღვაო მომსახურების აკრძალვაზე გაკეთდა.

„ენერგეტიკის მიმართულებით ჩვენ ვაწესებთ რუსული ნედლი ნავთობისთვის სრულ საზღვაო მომსახურების აკრძალვას. ეს კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებს და გაართულებს მისთვის ნავთობის მყიდველების მოძებნას“, - ამბობდა ფონ დერ ლაიენი თებერვლის დასაწყისში.

ბრიუსელში ამას მიიჩნევდნენ დაგვიანებულ შესაძლებლობად, რათა დაუსრულებელი საქმე დაესრულებინათ.

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსული ტანკერებისთვის საზღვაო მომსახურების აკრძალვის მცდელობა პირველად 2022 წელს დაიწყო, როდესაც რუსული ნედლი ნავთობისა და გადამუშავებული პროდუქტების იმპორტის აკრძალვა შემოიღო. ლოგიკა ასეთი იყო: თუ ევროკავშირი რუსულ ნავთობს აღარ შეიძენდა, მას არც რუსეთისთვის ნავთობის გადაზიდვაში უნდა დახმარებოდა.

თუმცა, ინფლაციისა და ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი ეკონომიკური შოკების გამოწვევა აშინებდა და ევროპელ პარტნიორებს სრული აკრძალვის ნაცვლად ფასის ზღვრის დაწესებისკენ უბიძგა. ამ მოდელის მიხედვით, საზღვაო მომსახურება გარკვეული პირობებით კვლავ შესაძლებელი რჩებოდა.

ევროკავშირი ამ მიდგომას დაეთანხმა და 2022 წლის დეკემბერში რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი 1 ბარელზე 60 დოლარის ოდენობით დაწესდა. ეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უპრეცედენტო ნაბიჯი იყო.

მას შემდეგ ევროკავშირს ამ მექანიზმის აღსრულება უჭირს. მოსკოვმა დასავლური კონტროლის გვერდის ავლის მიზნით ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი გამოიყენა და საკუთარი ნავთობის უფრო მაღალ ფასებში გაყიდვა შეძლო. სუსტი კონტროლის სისტემა, ნავთობის ფასების მუდმივი ცვლილება და ჩინეთისა და ინდოეთის არმონაწილეობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს, წერს Euronews-ი.

ბრიუსელში დაასკვნეს, რომ დრო იყო შემდეგ ეტაპზე გადასულიყვნენ და ფასის ზღვარი სრულად ჩაენაცვლებინათ საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვით, ანუ 2022 წლის თავდაპირველი იდეა განეხორციელებინათ.

აკრძალვა ყველა სფეროს მოიცავდა, საბანკო მომსახურებიდან და დაზღვევიდან დაწყებული, გადაზიდვებითა და გემების რეგისტრაციით დასრულებული და პირდაპირ დაარტყამდა მოსკოვის შემოსავლიან ენერგეტიკულ სისტემას.

თუმცა, მოულოდნელმა და ერთმანეთზე გადაჯაჭვულმა, როგორც შიდა, ისე გარე, ფაქტორებმა, პროგნოზირებადმა და მოულოდნელმა, ვითარება რადიკალურად შეცვალა. დღეს საზღვაო მომსახურების აკრძალვის საკითხი გაურკვევლობაშია დარჩენილი, პრაქტიკულად დავიწყებული და გვერდზე გადადებული, აღნიშნულია სტატიაში.

პირველი დაბრკოლება თავად ურსულა ფონ დერ ლაიენმა შექმნა.

„რადგან საზღვაო გადაზიდვები გლობალური ბიზნესია, ჩვენ ვთავაზობთ ამ სრული აკრძალვის განხორციელებას თანამოაზრე პარტნიორებთან კოორდინაციით მას შემდეგ, რაც ამის შესახებ გადაწყვეტილებას „დიდი შვიდეული“ მიიღებს“, - განაცხადა მან თებერვალში.

„დიდ შვიდეულთან“ კავშირის შექმნით, ისევე როგორც ეს ფასის ზღვრის შემთხვევაში მოხდა, ფონ დერ ლაიენმა საკითხი ნაწილობრივ საკუთარ კონტროლს მიღმა გადაიტანა.

Euronews-ის ცნობით, ბაიდენის მემკვიდრემ დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა, მათ შორის სანქციების მიმართულებითაც. ტრამპის ადმინისტრაციას არც ფასის ზღვრის მექანიზმის მიმართ გამოუჩენია ინტერესი და არც სხვა ერთობლივი ნაბიჯების მიმართ. შესაბამისად, „დიდი შვიდეულის“ დონეზე მხარდაჭერის მიღება ნაკლებად სავარაუდო გახდა.

ევროკომისიამ პოზიცია სწრაფად შეცვალა. ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან რამდენიმე დღეში ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განმარტა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეთანხმება საზღვაო მომსახურების აკრძალვის დაწესების „აბსოლუტური წინაპირობა“ არ იყო და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით დამოუკიდებლად მოქმედებას „არ მოერიდებოდა“.

წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამ მიდგომას დაეთანხმა და „დიდი შვიდეულის“ მხარდაჭერა აუცილებელ პირობად კი არა, დამატებით უპირატესობად მიიჩნია.

თუმცა, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მოპოვება მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლებოდა, რადგან ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია დაზღვევის იმ სფეროში, რომელიც ნავთობის ტანკერებს ზღვაზე პასუხისმგებლობის რისკების დასაფარად სჭირდებათ.

მაგრამ შემდეგ, თვის ბოლოს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები დაიწყეს, ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა და ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. მოულოდნელად საზღვაო მომსახურების აკრძალვის იდეამ დიდი ნაწილი თავისი მიმზიდველობის დაკარგა, აღნიშნულია სტატიაში.

ბაზარზე შექმნილმა არასტაბილურობამ გააძლიერა საბერძნეთისა და მალტის პოზიციები - ქვეყნების, რომლებიც თავიდანვე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი და რომელთაც ძლიერი საზღვაო ინდუსტრიები აქვთ, ისტორიულად კი რუსული ენერგორესურსების გადაზიდვებში მონაწილეობენ.

როდესაც სანქციების პაკეტი აპრილში დამტკიცდა, საზღვაო მომსახურების აკრძალვა მხოლოდ პრინციპის დონეზე მიიღეს. მისი ამოქმედება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, სანამ „დიდ შვიდეულში“ „კოორდინაცია და განხილვა“ გაგრძელდებოდა.

Euronews-ის ინფორმაციით, როდესაც ფონ დერ ლაიენმა ივნისში სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა, მან აკრძალვის ამოქმედება აღარ შესთავაზა. მეტიც, საერთოდ აღარ უხსენებია. ამის ნაცვლად მან ყურადღება კვლავ ფასის ზღვარზე გადაიტანა - იმავე მექანიზმზე, რომლის გაუქმებასაც რამდენიმე თვით ადრე ცდილობდა.

დღეს ევროკავშირი გაურკვეველ მდგომარეობაშია - სანქცია „ჰაერშია ჩამოკიდებული“ და ბრიუსელს არ აქვს მკაფიო პასუხი, როგორ ან უნდა გააგრძელოს თუ არა პროცესი, ასკვნის გამოცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
  • გელენჯიკთან რუსული საჰაერო თავდაცვის ჩამოგდებული დრონი სანაპიროზე ჩამოვარდა: არის მსხვერპლიფორმულა
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
  • 6 თვეში საქართველომ $41.8 მლნ-ის რუსული ხორბალი შეიძინა | 1 ტონის საშუალო ფასი შემცირდაBM.GE
რუსული →ევროკავშირის →სანქციების →

მსგავსი სტატიები

ზაალ ანჯაფარიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მომსახურე მარიონეტების მოხვედრა

ზაალ ანჯაფარიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მომსახურე მარიონეტების მოხვედრა

იმედი

კახა კალაძე: სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას

კახა კალაძე: სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას

იმედი

თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები

თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები

იმედი

არკადი ქარდავა 500 ლარით დაჯარიმდა

არკადი ქარდავა 500 ლარით დაჯარიმდა

იმედი