მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში საქართველომ $41.8 მლნ-ის რუსული ხორბალი შეიძინა | 1 ტონის საშუალო ფასი შემცირდა
6 თვეში საქართველომ $41.8 მლნ-ის რუსული ხორბალი შეიძინა | 1 ტონის საშუალო ფასი შემცირდა

6 თვეში საქართველომ $41.8 მლნ-ის რუსული ხორბალი შეიძინა | 1 ტონის საშუალო ფასი შემცირდა

BM.GE2 აგვისტო, 2026, 22:00|bm.ge

6 თვეში საქართველოში ხორბლის და მესლინის იმპორტი შემცირდა. ქვეყანამ 45 მილიონ 286 ათასი დოლარის ღირებულების 174 880 ტონა ხორბალი შეიძინა, რაც წლიურად 5.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის კლება წელს ყაზახური ხორბლის გადმოზიდვების შემცირებით არის განპირობებული. გასული წლის ამ პერიოდში საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი აქტიურად ხორციელდებოდა. წელს კი ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან შესყიდვები მხოლოდ იანვარში, თებერვალსა და მარტში გვქონდა, აპრილიდან კი შეწყდა. ჯამში წელს 1 მილიონ 845 ათასი დოლარის ღირებულების 7 838 ტონა ყაზახური ხორბალია შემოსული. კლება 88.2%-ია.

ტრადიციულად რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. წლის პირველ ნახევარში რუსული ხორბლის იმპორტი 29.7%-ით არის გაზრდილი. ჯამში ქვეყანაში წელს 41 მილიონ 842 ათასი დოლარის ღირებულების 160 614 ტონა ხორბალი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუ გასული წლის ამ პერიოდში 1 ტონა იმპორტირებული ხორბლის საშუალო ღირებულება 260 დოლარი იყო, წელს ფასი მცირედით 259 დოლარამდეა შემცირებული, რაც სრულად რუსული ხორბლის გაიაფებით არის განპირობებული.

ამ პერიოდში, 1 ტონა რუსული მარცვლეულის საშუალო ღირებულება 260.5 დოლარამდეა შემცირებული. გასული წლის ამავე პერიოდში 1 ტონა რუსული ხორბლის საშუალო ფასი 273 დოლარი იყო.

იანვარ-ივნისში ხორბლის იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც განხორციელდა, თუმცა მცირე მოცულობით. ამ მიმართულებიდან ჯამში 1 მილიონ 577 ათასი დოლარის ღირებულების 6 399 ტონა ხორბალი შემოვიდა. საშუალო ფასი 246 დოლარი იყო.

მცირე, უმნიშვნელო მოცულობით ხორბალი ბელარუსიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან შევიძინეთ.

ცნობისთვის, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად სახმელეთო გზით ხორციელდება, მთავარი მომწოდებელი ქვეყანა კი რუსეთია, სადაც დღეს ხორბლის ჭარბი მოსავლისა და საზღვაო გზების ბლოკირების გამო, მარცვლეულის ფასი შემცირებულია, ეს კი საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასზე პირდაპირ აისახება. ამის საპირწონედ, მსოფლიოში რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის მიწოდება საზღვაო გზების ბლოკირების გამო შეფერხებულია, რაც გლობალურად ხორბლის ღირებულებას ზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა: უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კიიმედი
  • რუსულმა სამხედრო ხომალდმა დანიის ვერტმფრენს სიგნალური რაკეტები ესროლაფორმულა
  • ვაშინგტონმა რუსულ VTB-ის ირანთან დაკავშირებული სანქციები დაუწესანეტგაზეთი
  • პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებსრუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნეს

გარემოსდაცვით კოდექსში და სამრეწველო ემისიებში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესს ასოციაციის წევრებს გააცნეს

BM.GE

როცა დამარცხდები, დაგეკისრება თანხა და მანიპულაციებით ცდილობ აღსრულების შეფერხებას, ეს უფრო აზიანებს საინვესტიციო იმიჯს - შარაბიძე

როცა დამარცხდები, დაგეკისრება თანხა და მანიპულაციებით ცდილობ აღსრულების შეფერხებას, ეს უფრო აზიანებს საინვესტიციო იმიჯს - შარაბიძე

BM.GE

წელს, 8 თვეში საქართველოდან უცხოეთში $285.5 მილიონი გადაირიცხა - როგორია სტატისტიკა?

წელს, 8 თვეში საქართველოდან უცხოეთში $285.5 მილიონი გადაირიცხა - როგორია სტატისტიკა?

BM.GE

“თამაზ ბორაშვილი სისტემის კარიერული წარმომადგენელია”|ირაკლი კობახიძემ სუს-ის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

“თამაზ ბორაშვილი სისტემის კარიერული წარმომადგენელია”|ირაკლი კობახიძემ სუს-ის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

BM.GE