მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს
Euronews: საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს, - წერს Euronews-ი.

ამ ნაბიჯით პარიზი ევროპელი - და კერძოდ, ფრანგი - მწარმოებლების პოზიციების გაძლიერებას ცდილობს. ამჟამად კიევი სარგებლობს გამონაკლისით, რაც მას ჩინური და ამერიკული კომპონენტების შესყიდვის საშუალებას აძლევს.

Euronews-ის ინფორმაციით, საფრანგეთი ამჟამად ითხოვს საგამონაკლისო წესების მოქმედების ვადის შეზღუდვას, რისი მიზანიც იმის უზრუნველყოფაა, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების დიდი ნაწილი ევროპულ - და შესაძლოა, ფრანგულ - თავდაცვით წარმოებას მოხმარდეს.

აპრილში ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს „უკრაინის მხარდაჭერის სესხი“ - 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც 2026 და 2027 წლებში კიევის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად არის განკუთვნილი. აღნიშნული თანხიდან 30 მილიარდი ევრო ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ნაწილდება, ხოლო 60 მილიარდი ევრო - სამხედრო დახმარებაზე.

პირველი ტრანში ივნისში გამოიყო, საიდანაც 3.9 მილიარდი ევრო დრონების წარმოებას მოხმარდა, ხოლო ამ კვირის დასაწყისში თავდაცვითი შესყიდვებისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევრო გამოიყო.

სესხის პირობების თანახმად, უკრაინას არ აქვს უფლება თავდაცვითი პროდუქტის მთლიანი ღირებულების 35%-ზე მეტი ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ შეიძინოს.

უკრაინას შეუძლია მოითხოვოს საგამონაკლისო წესის დაშვება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ევროკავშირში წარმოებული ეკვივალენტი, რომელიც მის გადაუდებელ ოპერაციულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, ან როდესაც ევროპული პროდუქცია ვერ უზრუნველყოფს საჭირო მოცულობას, მის დამზადებას მეტისმეტად დიდი დრო სჭირდება ან ზედმეტად ძვირი ღირს.

უკრაინის მთავრობამ ამ დრომდე ორი საგამონაკლისო წესის დაშვება მოითხოვა: ერთი ჩინური წარმოების დრონის კომპონენტებისთვის, ხოლო მეორე - ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებისთვის.

თუმცა, საფრანგეთი ითხოვს, რომ ეს საგამონაკლისო წესები დროებითი იყოს. ამით პარიზი ცდილობს უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის დაფინანსების უდიდესი ნაწილი საბოლოოდ მაინც ევროპულ - და შესაძლოა, ფრანგულ - წარმოებას მოხმარდეს.

საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი თავდაცვითი მრეწველობა აქვს, მათ შორის ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T, რომელიც ამერიკული Patriot-ის ყველაზე ახლო ევროპულ ალტერნატივას წარმოადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 274 სტატია.

  • ბრიტანეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტის, Storm Shadow-ს წარმოებაში დაეხმარებაBM.GE
  • ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით

მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით

იმედი

დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში

დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში

იმედი

თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში

Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

იმედი