მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში და არა უკრაინაში კონფლიქტის დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“
Euronews: სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში და არა უკრაინაში კონფლიქტის დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“

Euronews: სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში და არა უკრაინაში კონფლიქტის დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს შეეხო და აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა „ძალიან მნიშვნელოვანია“, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია „კრიტიკულ ეტაპზე“ იმყოფება და ომიდან მშვიდობისკენ იხრება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

„ჩემი ოთხპუნქტიანი წინადადება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად მიმართულია საერთაშორისო კონსენსუსის გაძლიერებასა და დაძაბულობის განმუხტვაზე, კონფლიქტის დეესკალაციასა და მშვიდობის განვითარებაზე“, - განაცხადა სი ძინპინმა პუტინთან შეხვედრის დროს.

ტელეარხის ცნობით, სი ძინპინმა ოთხპუნქტიანი წინადადება პირველად გასულ თვეს აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცთან გამართული შეხვედრის დროს გაახმოვანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ხელი შეუწყოს აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებებში.

„რუსეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირებისთვის და მასში ჩართულმა მხარეებმა ეს შესანიშნავად იციან“, - განაცხადა რიაბკოვმა.

Euronews-ი აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორად იქცა და აღნიშნული დინამიკა დასავლეთის დედაქალაქების, ბრიუსელის ჩათვლით, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი