მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews-ის სარედაქციო დირექტორი: გერმანია რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის
Euronews-ის სარედაქციო დირექტორი: გერმანია რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის

Euronews-ის სარედაქციო დირექტორი: გერმანია რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის

იმედი|imedinews.ge

გამოცემა Euronews-ის სარედაქციო დირექტორი კლაუს შტრუნცი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად გერმანიის არ არჩევის საკითხს სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ბერლინის მდგომარეობა პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის ვითარებას ჰგავს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, რომელიც ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მიგრაციული პოლიტიკის სფეროებში სერიოზული შეცდომებით იყო ცნობილი და ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით არაეფექტიანი კოალიციის სამი დამღუპველი წლის შემდეგ, მოქმედი კანცლერის ფრიდრიხ მერცის მთავრობა ახლა ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა.

გერმანელები ჯერ კიდევ ცდილობენ ახსნან ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი ნდობა გაცილებით პატარა ქვეყნებს, მაგალითად, პორტუგალიასა და ავსტრიას გამოუცხადა, ვიდრე ევროპის წამყვან ძალას, გერმანიას. პორტუგალიას მსოფლიოში ბევრი მეგობარი ჰყავს, აფრიკაში მნიშვნელოვანი კეთილგანწყობით სარგებლობს და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც პორტუგალიელია, თუმცა ის ფაქტი, რომ მეზობელმა ავსტრიამ მნიშვნელოვნად მეტი ხმა მიიღო, ერთდროულად დამამცირებელიც არის და რეალობის გამოსაფხიზლებელ შეხსენებასაც წარმოადგენს.

სტატიის ავტორის თქმით, აშკარაა, რომ გერმანიამ ნდობა დაკარგა და საკუთარი სანდოობა გაანიავა. პოლიტიკურად მას უკვე სერიოზულად აღარ აღიქვამენ. ეკონომიკურად კი, ის სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც ძალა, რომელიც დასუსტებისა და დაღმასვლის გზაზე დგას. ქება-დიდება ახლა ძირითადად მის წარსულ მიღწევებს უკავშირდება, რადგან წარწერა „Made in Germany“ სულ უფრო მეტად ასოცირდება მაღალ ხარჯებთან და არაეფექტიანობასთან. გერმანია მოხუცთა სახლსა და იმ სამყაროს მუზეუმად იქცა, რომელიც აღარ არსებობს. არადა, სწორედ ის უნდა იყოს ძრავა, რომელიც ევროპის მომავალს ამოძრავებს.

„როგორც ამაყ გერმანელს და ევროპელს, შემდეგი წინადადების დაწერა მიჭირს: დიახ, ეს სამართლიანია. უფრო უარესიც - გერმანიამ ეს მდგომარეობა საკუთარ თავს თავად მოუტანა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკა იდეოლოგიურმა პროექტებმა განსაზღვრა, რომლებიც ან მომავალი კეთილდღეობის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი, ან უბრალოდ უმნიშვნელონი იყვნენ. კონსერვატორები ბევრ შემთხვევაში პროგრესისტებად გადაიქცნენ და ამით საკუთარი პოლიტიკური საჭიროება გააქრეს“, - წერს სტატიის ავტორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი