
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. ისევ განსჯის საგნად იქცა კანონპროექტები, რომელთა მიმართ წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს უწოდებს, მით უმეტეს, რომ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საქართველოს შემდეგ არაერთი ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.
„ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონმა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტმა უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და მედიის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობაზე.
2025 წელს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ზოგიერთ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
თემის შესახებ უფრო ვრცლად, ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტიდან გაიგებთ:
იმედი
წყარო: imedinews.ge