
ევროკომისია: უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროკავშირის უპირობო პრიორიტეტია
იმედი|imedinews.ge
ევროკავშირში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უპირობო პრიორიტეტად მიიჩნევენ. ევროკომისიის წარმომადგენლის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი იმ წევრი ქვეყნების მთავრობებს მიმართავს, რომლებსაც საწყობებში Patriot-ის სისტემის რაკეტები აქვთ, უმოკლეს ვადებში გადასცენ ისინი უკრაინას.
ჰიპერმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კალასი მუდმივ კონტაქტზეა ევროპულ მთავრობებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინის საჭიროებებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების მოცულობისა და სიჩქარის გაზრდა.
საკუთარი მარაგებიდან შეიარაღების გადაცემის გარდა, ევროკავშირმა გაააქტიურა მუშაობა ერთობლივ შესყიდვებზეც. კერძოდ, ჩქარდება იარაღის შესყიდვის პროცედურები SAFE პროგრამის ფარგლებში, რომელშიც უკრაინაც მონაწილეობს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge