უკრაინამ ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა
ტვ პირველი|tvpirveli.ge
უკრაინამ ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - კადრებში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, ჩანს, რომ Wildberries-ის საწყობი ცეცხლის ალშია გახვეული.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, დრონებით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge