მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა

ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ევროკომისია ყურადღებით გააანალიზებს გამოძიების წინასწარ შედეგებს და გააგრძელებს თანამშრომლობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან. ამის მიუხედავად, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით დაწესებული ტარიფები გაუმართლებელია“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ, ოლოფ გილმა გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა სამშაბათს გვიან საღამოს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ სურს ხელახლა დააწესოს 10-პროცენტიანი ტარიფი თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე - მათ შორის ევროკავშირზე, კანადასა და მექსიკაზე - მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს იმ კანონების აღსრულება, რომლებიც იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის აკრძალვას ითვალისწინებს.

ეს არის ერთ-ერთი იმ ორი მასშტაბური სავაჭრო გამოძიებიდან, რომელიც ადმინისტრაციამ ამ გაზაფხულზე, 1974 წლის სავაჭრო აქტის 301-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო. მიზანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ გლობალური ტარიფების აღდგენაა, რომლებიც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თებერვალში გააუქმა. ამჟამად მოქმედ 10-პროცენტიან დროებით ტარიფს ვადა ივლისში ეწურება, რის შემდეგაც ამოქმედდება 301-ე მუხლით გათვალისწინებული ტარიფი.

ბერნდ ლანგემ, ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში მარცხის შემდეგ ვაშინგტონი „სასოწარკვეთილი ეძებს ახალ სამართლებრივ საფუძვლებს საკუთარი სატარიფო პოლიტიკის შესანარჩუნებლად“.

„ევროკავშირის დადანაშაულება იმაში, რომ ის არ აკეთებს საკმარისს იძულებითი შრომის წინააღმდეგ, აბსურდულია“, - დაწერა ლანგემ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში. „ევროკავშირმა მიიღო მსოფლიოში ყველაზე მკაცრი წესები იძულებითი შრომით დამზადებული პროდუქციის წინააღმდეგ. ეს ძალიან ჰგავს მცდელობას, ფაქტები მოარგონ ტარიფების იმ სამართლებრივ დასაბუთებას, რომელიც წინასწარვე იყო გადაწყვეტილი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი