მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებაზე საქართველოს ელჩის მიმართ: როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებაზე საქართველოს ელჩის მიმართ: როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები

იმედი|imedinews.ge

როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებით, დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გერმანიის საგარეო უწყების ქმედებაზე, რომელიც საქართველოს ელჩისგან ამ დრომდე რწმუნებათა სიგელს არ იბარებს.

როგორც ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, ეს ნაბიჯი განპირობებულია გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებით.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები ეწინააღმდეგება დიპლომატიის ნორმებს და სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია. როგორც ჩანს, ბერლინს არ სურს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის მიღება. მსგავსი ქმედებები საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს. ცხადია, ეს ნაბიჯი გეოპოლიტიკურად არის მოტივირებული. როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, იმ იდეოლოგიის ფონზე, რომელსაც მისი მომხრეები „ვოუქ იდეოლოგიას“ უწოდებენ.

გერმანიამ უნდა იმუშაოს საქართველოსთან კონსტრუქციული და დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, რაც გულისხმობს ალექსანდრე კარტოზიას ბერლინში ელჩად აკრედიტაციას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტთა სიიდან სალომე ზურაბიშვილის ამოღებას“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

უკვე მერვე თვეა, ოფიციალური ბერლინი საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს არ იბარებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ აახლებს საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებსაც. უპასუხოდ რჩება „ქრონიკის“ მიერ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვებიც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი