მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა ილია მეორის ხსოვნას ევროპარლამენტის სხდომაზე პატივი მიაგო: ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს
ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა ილია მეორის ხსოვნას ევროპარლამენტის სხდომაზე პატივი მიაგო: ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს

ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა ილია მეორის ხსოვნას ევროპარლამენტის სხდომაზე პატივი მიაგო: ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს

იმედი|imedinews.ge

2026 წლის 27 აპრილს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვით, პატივი მივაგე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას, - წერს ევროპარლამენტარი, რუმინეთის კონსერვატიული პარტიის პრეზიდენტი, კრისტიან ტერჰესი X-ზე.

ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობაზე და მის დიდ როლზე სულიერი იდენტობის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

„ქართველმა ქრისტიანმა ერმა 2026 წლის მარტში განიცადა ღრმა და მტკივნეული დანაკარგი: მისი სულიერი ლიდერის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება.

სიძნელეებისა და სულიერი გვალვის ეპოქაში იგი იქცა რწმენის, სიმამაცისა და მამობრივი სიყვარულის ცოცხალ განსახიერებად.

1977 წელს, საბჭოთა სიბნელის პერიოდში, პატრიარქად კურთხევის შემდეგ, მან უშიშრად აღადგინა ქართული ეკლესია და ქრისტეს ნათელი მილიონობით ქართველის გულში აანთო.

ღრმა თეოლოგმა და დაუღალავმა მწყემსმა, ილია II-მ დაიცვა ქართული სულიერი იდენტობა, ენა და უძველესი ტრადიციები განსაცდელის ჟამს.

მისმა სიბრძნემ წარმართა ქართველი ერი როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების, ისე სირთულეების გადალახვის გზაზე, გააერთიანა ყველა ქართველი ლოცვაში, მოქმედებასა და იმედში.

მის არსებობას სიმშვიდე მოჰქონდა, ხოლო, მისი სიტყვები წმინდა წერილის ძალას ატარებდა.

როგორც ევროპარლამენტის წევრი, დღეს აქ ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს.

უფალმა მიაგოს მას საუკუნო განსვენება, ხოლო ქართველმა ერმა შეინახოს მისი უკვდავი ხსოვნა. ამინ. გმადლობთ”, - განაცხადა კრისტიან ტერჰესმა.

I honoured the memory of His Holiness and Beatitude Ilia II, Catholicos-Patriarch of All #Georgia, in a speech delivered in the plenary of the European Parliament on April 27, 2026. "The Georgian Christian nation suffered in March 2026 a profound and painful loss: the passing of… pic.twitter.com/Y7Au4hL484 — Cristian Terhes MEP (@CristianTerhes) April 28, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი