მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება
ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება

ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება

იმედი|imedinews.ge

ომებში ჩაბმულ ქვეყნებს სიმღერის კონკურს „ევროვიზიის“ მასპინძლობა აეკრძალებათ - ცვლილებები კონკურსის ჩატარების წესებში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაამტკიცა.

ტრადიციისამებრ, „ევროვიზიაში“ გამარჯვებული ქვეყანა მუსიკალურ კონკურსს მომდევნო წელს მასპინძლობს. ახალი წესების თანახმად, გამარჯვებული ქვეყანა ავტომატურად კარგავს კონკურსის ჩატარების უფლებას, „თუ შეიარაღებული კონფლიქტი, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება ან ნებისმიერი სხვა სიტუაცია არსებითად მოქმედებს სახელმწიფოს ან რეგიონის უსაფრთხოებასა თუ სტაბილურობაზე“.

EBU-ს ასევე შეუძლია გამარჯვებულ ქვეყანას რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის დამოუკიდებელი შეფასება შეუკვეთოს. ასეთი შეფასების შემდეგ ორგანიზაცია გამართავს კონსულტაციებს, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარება.

თუ გადაწყდება, რომ გამარჯვებულ ქვეყანას არ შეუძლია კონკურსის მიღება, EBU ორგანიზატორად სხვა სახელმწიფოს დანიშნავს. ახალი ქვეყანა კონკურსს საკუთარი სახელით ჩაატარებს.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნავს, ცვლილებები 2026 წელს ვენაში გამართული კონკურსის შემდეგ მონაწილე მაუწყებლების გამოხმაურებების გათვალისწინებით არის შეტანილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

იმედი

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

იმედი

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

იმედი

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

იმედი