მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს
Financial Times: ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს

Financial Times: ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს

იმედი|imedinews.ge

ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით სულ მცირე 3.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კრემლის ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ამ ვაჭრობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო კომპანია Dynacom Tankers-მა, რომელიც ბერძენმა მილიარდერმა დააფუძნა.

Financial Times-ის გამოთვლებით, Dynacom-მა რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვით მინიმუმ 915 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს შეადგენს.

შემდეგ მოდის Onassis Group-ის კომპანია. Olympic Shipping and Management-მა ამ ვაჭრობიდან სულ მცირე 404 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ათენში ბაზირებულმა ტანკერების კომპანიებმა, Stealth Maritime-მა და Polembros Shipping-მა 200 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ნავთობით ვაჭრობა ნებადართულია მანამ, სანამ ის „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვრის წესებს შეესაბამება. მთავრობები მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომ შეზღუდვას ცდილობენ, რამაც შესაძლოა, ბერძნულ ვაჭრობას წერტილი დაუსვას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დასაცავად ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება

ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დასაცავად ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება

იმედი

უხვი ნალექის შედეგად, მარიჯანის 4 ნომერში ჩამოშლილი ფერდის გამო, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

უხვი ნალექის შედეგად, მარიჯანის 4 ნომერში ჩამოშლილი ფერდის გამო, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

იმედი

შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნო და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს ჰქონდეთ პლატფორმა, სადაც შევძლებთ გაზიარებას იმ გამოცდილებისა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნებს აქვთ

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო ფესტივალის - „ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტს დაესწრო

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო ფესტივალის - „ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტს დაესწრო

იმედი