მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს
Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს

Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს

იმედი|imedinews.ge

ესტონეთი რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისთვის ემზადება, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავს და ყიდულობს შეიარაღებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმების მიყენება შეუძლია, - წერს Financial Times-ი.

„აქტიური თავდაცვის“ ახალი სტრატეგიის ფარგლებში გაფართოვდა რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრზე მდებარე ბაზა Jõhvi. იქ გადაიყვანეს პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბი ესტონეთის მთავარი სამხედრო ბაზიდან, რომელიც ქალაქ ტაპაში მდებარეობს (რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრზე).

გარდა ამისა, ნარვაში შენდება ახალი სამხედრო ბაზა, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურისთვისაა გათვალისწინებული. სავარაუდოდ, 200 სამხედრო იქ მუდმივ საფუძველზე განლაგდება, კიდევ 800 ადამიანის მიღებას ბაზა საზღვარზე კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში შეძლებს.

ესტონელი სამხედროები არ გამორიცხავენ პროვოკაციებს, რომელთა მიზანიც NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მუხლის ეფექტიანობის შემოწმება იქნება.

FT წერს, რომ სამხედროებისა და სპეცსამსახურების ვარაუდით, რუსეთი არ არის მზად NATO-სთან სრულმასშტაბიანი ომისთვის, სულ მცირე, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ „შეჭრის შესახებ აზრიც კი არავის გაუჩნდეს“. „ჩვენი მიზანი ნათელია - მტერი და ომის ნგრევა ესტონეთის ტერიტორიისგან შორს იყოს“, - განაცხადეს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • რუსეთმა ხარკოვს „ბანდეროლის“ რაკეტებით შეუტია - დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანიტვ პირველი
  • რუსეთში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავესBM.GE
  • ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებსფორმულა
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა

ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა

იმედი

Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა

Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა

იმედი

2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა  პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ ქმედებებს აპროტესტებდნენ

აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ

აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ

იმედი