მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს
Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს

Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს

იმედი|imedinews.ge

ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საბერძნეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების სხვა პაკეტისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ევროკავშირისგან გათხევადებულ გაზზე შეზღუდვების გადახედვა მოითხოვა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება ბერძნულ გადამზიდავ კომპანია Dynagas-საც საშუალებას აძლევს, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზრებზე გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები შეინარჩუნოს.

საქმის დეტალებში გარკვეული სამი წყაროს ცნობით, გადაწყვეტილებით ისარგებლებს TotalEnergies-ც, რადგან კომპანია შეძლებს აზიელ მომხმარებლებს გათხევადებული გაზი მიაწოდოს იამალიდან - ციმბირის მასშტაბური პროექტიდან, რომელშიც ფრანგულ ენერგოკომპანიას 20%-იანი წილი ეკუთვნის.

ეს გამონაკლისი ფაქტობრივად აუქმებს ბრიუსელის გასული წლის ოქტომბერში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაზიდვები 2026 წლის ბოლოდან უნდა აკრძალულიყო.

ახალი წესების თანახმად, ევროკავშირის კომპანიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ გათხევადებული ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსფერი, თუ შესაბამისი კონტრაქტები 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო გაფორმებული და მიწოდების მოცულობა 2025 წლის დონეს არ გადააჭარბებს.

ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთის გადამზიდავი გემები „ძალიან სწრაფად გადავიდოდა ჩინელი ოპერატორების ხელში. აკრძალვა იარსებებდა, მაგრამ რუსული გაზის ნაკადებზე რეალურ გავლენას ვერ მოახდენდა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →რუსული →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი