მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კვლავ აფერხებს
Financial Times: უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კვლავ აფერხებს

Financial Times: უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კვლავ აფერხებს

იმედი|imedinews.ge

გასული წლის გაზაფხულზე უნგრეთში ვიქტორ ორბანის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა გაცილებით მარტივი ჩანდა, თუმცა, როგორც ოფიციალური ბუდაპეშტი პროცესის შენელებას კვლავ განაგრძობს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ექვს საკვანძო მიმართულებად, ე.წ. კლასტერად, არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებას ითვალისწინებს. თითოეული კლასტერის გახსნა და დახურვა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს.

ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ ექვსივე კლასტერის გასახსნელად ყველა ოფიციალური მოთხოვნა უკვე შეასრულა და წევრ სახელმწიფოებს არაერთხელ მოუწოდა, მოლაპარაკებების პროცესი გააგრძელონ.

როგორც Financial Times-ი წერს, მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების წინსვლას ბლოკავდა, აპრილში უნგრეთის რეფორმატორი პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის არჩევამ კიევს შესაძლებლობა მისცა, ივნისში პირველი - „ფუნდამენტური საკითხების“ კლასტერის შესახებ მოლაპარაკებები გაეხსნა. მიმდინარე თვეში კი მოლაპარაკებები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კლასტერის მიმართულებითაც დაიწყო.

თუმცა, საკითხზე ინფორმირებული ორი წყაროს ცნობით, გასულ კვირას ბუდაპეშტმა მეორე და მესამე კლასტერების გახსნა შეაფერხა. ეს კლასტერები, შესაბამისად, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციასა და ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის სფეროს მოიცავს. აღნიშნული ნაბიჯი მიუთითებს, რომ უნგრეთი უკრაინის მიმართ წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან სრულად დისტანცირებას კვლავ ერიდება.

ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა შეფერხებას დროებითი უწოდა და აღნიშნა, რომ საკითხი, სავარაუდოდ, მოგვარდება. თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პეტერ მადიარის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, სავარაუდოდ, პირდაპირი პოლიტიკური ჩართულობა იქნება საჭირო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. ამასთან, მასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიდი ხნის განმავლობაში დაანონსებული შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ბუდაპეშტი უკრაინისთვის „დაჩქარებული პროცედურის“ მინიჭებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, კიევმა არ უნდა მიიღოს უფრო ხელსაყრელი პირობები, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატმა ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების შესასრულებლად უკვე მრავალი წელია მუშაობენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდებაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

იმედი

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იმედი

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“