მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერო: ადამიანთა 30%-ზე მეტისთვის ჯანსაღი კვება ძვირია
გაერო: ადამიანთა 30%-ზე მეტისთვის ჯანსაღი კვება ძვირია

გაერო: ადამიანთა 30%-ზე მეტისთვის ჯანსაღი კვება ძვირია

იმედი|imedinews.ge

გაერომ სურსათის ხელმისაწვდომობის პრობლემის შესახებ განაცხადა - პლანეტაზე ყოველი მესამე ადამიანი ჯანსაღი საკვების შეძენას ვერ ახერხებს.

ორგანიზაციის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2,69 მილიარდ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მრავალფეროვანი საკვები და ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე არსებული მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. 2030 წლისთვის შიმშილის აღმოსაფხვრელად „უზარმაზარი“ სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს შიმშილის გლობალური პრობლემა შემცირდა, იმ ადამიანთა წილი, რომლებსაც არ შეუძლიათ ჯანსაღი კვების უფლება მისცენ თავს, „უკიდურესად მაღალი“ რჩება, - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, მაქსიმო ტორერომ.

2026 წელს ჯანსაღი კვების ღირებულება მსოფლიოში საშუალოდ დღეში 4,28 დოლარს შეადგენს. ტორეროს თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც წესი, ფოკუსირებულია მარცვლეულისა და სახამებლიანი პროდუქტების წარმოების შეღავათებზე და არა ხორცზე, რძის ნაწარმზე, ხილსა და ბოსტნეულზე. „ეს ნიშნავს კალორიებს, მაგრამ არა რაციონის მრავალფეროვნებას“, - განმარტა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ეს იწვევს სიმსუქნის დონის ზრდასა და სერიოზულ დაავადებებს.

ტორერო მოუწოდებს სახელმწიფოებს, ინფრასტრუქტურაში, კვლევებსა და განვითარებაში ჩადონ ინვესტიციები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხორცის, რძის ნაწარმის, ასევე ხილისა და ბოსტნეულის ღირებულების შემცირება ეფექტიან მიწოდების ჯაჭვებს შეუძლია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

იმედი

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ