მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერო: ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის
გაერო: ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის

გაერო: ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის

იმედი|imedinews.ge

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) ელ-ნინიოს შესახებ უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც აჩვენებს, რომ ის შესაძლოა, ბოლო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი იყოს და სულ მცირე, 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდეს.

„მსოფლიო „ექსტრემალური ამინდის საფრთხის ზონაში“ შევიდა, რადგან ელ-ნინიოს ზეგავლენის განცდა გლობალურად უკვე იწყება“ - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

ელ-ნინიო ცვლის ამინდის კანონზომიერებებს მთელ მსოფლიოში - ზოგ რეგიონში გვალვას იწვევს, მაშინ როდესაც სხვაგან ძლიერ ტაიფუნებსა და წყალდიდობებს განაპირობებს. სინოპტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ ელ-ნინიო ზოგიერთ ადგილას ტემპერატურას გაზრდის, რაც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის გლობალური ცვლილებით განპირობებულ სიცხეს დაემატება.

„ელ-ნინიო ჩვენს თვალწინ გიგანტურ მასშტაბებს იღებს. მეცნიერება ეჭვის ადგილს არ ტოვებს: პლანეტა შედის უცნობ წყლებში და ეს წყლები სულ უფრო თბება“ - განაცხადა გუტერეშმა.

​ელ-ნინიო ბუნებრივი ამინდის ფენომენია, რომელიც წყნარ ოკეანეში ვითარდება და ქარების კანონზომიერების ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ეს პროცესი თბილ წყალს აღმოსავლეთისკენ გავრცელების საშუალებას აძლევს და ატმოსფეროში სითბოს გამოყოფს.

წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილში, ზღვის ტემპერატურა ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა, რაც ელ-ნინიოს გაძლიერების აშკარა ნიშანია.

წყნარი ოკეანის მონიტორინგის მთავარ რეგიონში ზედაპირის ტემპერატურა ბოლო კვირებში საშუალო მაჩვენებელს 2°C-ზე მეტით აღემატებოდა, რაც მიუთითებს, რომ ის „ძალიან ძლიერ“ მოვლენად გამოცხადების გზაზეა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის ამ ნიშნულსაც კი გადააჭარბებს. პროგნოზების მიხედვით, ზღვის ზედაპირის ყოველთვიურმა ტემპერატურამ შესაძლოა საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 4°C-ით აიწიოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ

მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეუთოს (OSCE) უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეუთოს (OSCE) უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა

იმედი

გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბალტიის ზღვაზე პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბალტიის ზღვაზე პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

იმედი