მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

იმედი|imedinews.ge

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსასხური ავრცელებს.

როგორც გაეროს გენერალური მდივანი მისალოც წერილში აღნიშნავს, ეროვნული დღესასწაულები შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.

„თქვენო აღმატებულებავ,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ეროვნული დღესასწაულები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის მიერ განვლილი გზის, საერთაშორისო საზოგადოებაში მისი წვლილისა და მისი მომავლის განმსაზღვრელი მისწრაფებების გასააზრებლად. ისინი ასევე შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.

დღეს მსოფლიო უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: არსებული ომების დასრულება და ახლის პრევენცია; კლიმატის კრიზისის დაძლევა; უთანასწორობის შემცირება და მოწინავე ტექნოლოგიების პასუხისმგებლობიანი მართვა. ამ და სხვა გამოწვევების დაძლევა მოითხოვს მრავალმხრივ თანამშრომლობაში განახლებული ენერგიით ჩართვას და მის მხარდაჭერას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ადამიანის უფლებების დასაცავად.

ნება მომეცით, ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი საუკეთესო სურვილები ქართველი ხალხის მიმართ. გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა",-აღნიშნულია მისალოც წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი