მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „გაჯიევი, ხო, საგარეო საქმეთა მინისტრი-მეთქი... 40 კილომეტრი-მეთქი... 4000 მეტრი... დოკუმენტი ფიზიკურად მაქვს, ოღონდ ვერ გამოვაქვეყნებ - რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით. „იმედის კვირამ“ დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა
„გაჯიევი, ხო, საგარეო საქმეთა მინისტრი-მეთქი... 40 კილომეტრი-მეთქი... 4000 მეტრი... დოკუმენტი ფიზიკურად მაქვს, ოღონდ ვერ გამოვაქვეყნებ - რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით. „იმედის კვირამ“ დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა

„გაჯიევი, ხო, საგარეო საქმეთა მინისტრი-მეთქი... 40 კილომეტრი-მეთქი... 4000 მეტრი... დოკუმენტი ფიზიკურად მაქვს, ოღონდ ვერ გამოვაქვეყნებ - რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით. „იმედის კვირამ“ დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა

იმედი|imedinews.ge

„იმედის კვირამ“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც ქმნის დეტალურ და ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით, რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით.

„ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძესა და მის რესპონდენტს - აწ გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძეს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის კვირის“ ხელშია, პირდაპირ აჩვენებს, რომ ჯორბენაძეს არანაირი ზუსტი და სერიოზული ინფორმაცია არ აქვს.

ჟურნალისტსაც კი იმდენად დაუჯერებლად ეჩვენება რესპონდენტის მიერ მოყვანილი მონაცემები, რომ რამდენჯერმე სთხოვს დაზუსტებას. ჯორბენაძე კი ყოველ ჯერზე განსხვავებულ ციფრებს ასახელებს, ვერ არჩევს 4 კილომეტრს და 40 კილომეტრს, და ასევე ვერ არჩევს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისგან საგარეო საქმეთა მინისტრს.

ჩანაწერში ჯორბენაძე იმ დოკუმენტის არსებობასაც ვერ ადასტურებს, რომელზეც ჟურნალისტს ესაუბრება. შესაბამისად თავად განსაჯეთ, რა აბსურდულ პროცესთან გვაქვს საქმე და რომ „ასავალ-დასავალის“ აგორებულ სიყალბეში ჩაერთო ყოფილი პრემიერ-მინისტრი პატიმარი ღარიბაშვილი. ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რამდენად არასერიოზული და სპეკულაციური თემით სცადეს ქვეყნის და ხელისუფლების დაზიანება", - განაცხადა ჩანაწერის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.

უცვლელად გთავაზობთ ტექსტს, რომელიც ჩანაწერში ისმის:

„ლაზარე ჯორბენაძე: შარშან, სადღაც სექტემბრის თვეში...

დიტო ჩუბინიძე: დიახ

ლაზარე ჯორბენაძე: საქართველოს ხელისუფლებამ ფარულად მოაწერა ხელი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შეთანხმებას. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, სექტემბერში...

დიტო ჩუბინიძე: შარშან?

ლაზარე ჯორბენაძე: შარშან, შარშან. მერე ბატონი კობახიძეც ბრძანდებოდა აზერბაიჯანში.

დიტო ჩუბინიძე: საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თუ პრემიერ-მინისტრი, გაჯიევი?

ლაზარე ჯორბენაძე: გაჯიევი, ხო, საგარეო საქმეთა მინისტრი-მეთქი, გაჯიევი იყო ჩამოსული.

დიტო ჩუბინიძე: თქვენ რა დოკუმენტი გაქვთ ნანახი, ბატონო ლაზარე?

ლაზარე ჯორბენაძე: სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება.

დიტო ჩუბინიძე: რომ?

ლაზარე ჯორბენაძე: რომლის მიხედვითაც თვალნათლივია, რომ ქართულმა მხარემ 40 კილომეტრი, ანუ...

დიტო ჩუბინიძე: 40 კილომეტრი, თუ 4 კილომეტრი? 40 ძაან ბევრია, კაცო.

ლაზარე ჯორბენაძე: 40 კილომეტრი-მეთქი... 4000 მეტრი, ანუ 4 კილომეტრი. იქით 4000 მეტრი არის, ვინც იცის საქართველოს ისტორია.

დიტო ჩუბინიძე: ანუ ეს არის 4000 კვადრატული მეტრი. შეიძლება თუ არა ამ დოკუმენტის გამოქვეყნება, თქვენ გაქვთ თუ არა ეს დოკუმენტი?

ლაზარე ჯორბენაძე: არა, არა. და რატომ...

დიტო ჩუბინიძე: ანუ დოკუმენტი არა გაქვთ თქვენ?

ლაზარე ჯორბენაძე: დოკუმენტი ფიზიკურად მაქვს, ოღონდ ვერ გამოვაქვეყნებ.

დიტო ჩუბინიძე: ფიზიკურად გაქვთ რას ნიშნავს?

ლაზარე ჯორბენაძე: ნანახი მაქვს დოკუმენტი, კაცო. წაკითხული მაქვს.

დიტო ჩუბინიძე: გასაგებია, მარა რატომ ვერ გამოაქვეყნებთ? შეგიძლიათ ამ დოკუმენტის ამოღება იქიდან? ელექტრონული ვერსიის მოპოვება შეგიძლიათ? ციფრული?

ლაზარე ჯორბენაძე: ეს არის ისეთი საიდუმლო, ესე იგი ინფორმაცია, რომ იმას ვერ ამოვბეჭდავთ.

დიტო ჩუბინიძე: გადმოქაჩვა არ შეიძლება იმის იქედან? ვერ გადმოქაჩავ ელექტრონულ ინფორმაციას?

ლაზარე ჯორბენაძე: ვერ გადმოვქაჩავ, მაგის ყველაზე დიდი ის არის, რომ გბლოკავს, რადგან გასაიდუმლოებულია, გბლოკავს. ეგ არის ყველაზე დიდი სასწაული, რომ გბლოკავს, ვერ ქაჩავ.

დიტო ჩუბინიძე: და ამ დოკუმენტზე წვდომა თქვენ... დისტანციურად მოახდინეთ, თუ იქ უნდა... იქ იყავით, სადაც არის შენახული? თუ როგორ ხდება ეგა?

ლაზარე ჯორბენაძე: არა, არა, ეს დოკუმენტი არის საიდუმლო ინფორმაციებში, რომელსაც აქვს საიდუმლო კოდები და ამ საიდუმლო კოდებით იხსნება.

დიტო ჩუბინიძე: და სადაა, რომელ შენობაშია ეგ?

ლაზარე ჯორბენაძე: ეხლა ყველაფრის თქმა არ შეიძლება.“

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებაBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • "ნეთანიაჰუს პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს თავად ისრაელსაც, უდიდესი ზიანი ადგება პალესტინელებს და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრირუსთავი 2
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს.

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს.

იმედი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

იმედი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი