მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა
„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა

„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა

იმედი|imedinews.ge

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.

ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპეციალურად „ღამის სერენადებისთვის“ შექმნილი უნიკალური მუსიკალური პროექტი „ტანგო – ოპერაციონე“ წარმოადგინეს მსოფლიოში აღიარებულმა, ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა - პიანისტმა გლორია კამპანერიმ, ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, სოპრანომ მარიკა მაჩიტიძემ და ფლეიტისტმა ნიკოლოზ ვადაჭკორიამ. ვირტუოზი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების პერფორმანსს მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. უნიკალური მუსიკალური პროექტის ფარგლებში შესრულდა ასტორ პიაცოლას „მარტოობა“, „შემოდგომა“ და „ზაფხული“ „ბუენოს-აირესის წელიწადის დროებიდან“, „ობლივიონი“, „სამხრეთი“; Le Grand Tango; Libertango; „ხარების მილონგა“ ოპერიდან „მარია ბუენოს-აირესიდან“; ჟორჟ ბიზეს „ჰაბანერა“ ოპერიდან „კარმენი“.

წლევანდელი „ღამის სერენადები“ ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალმა წელსაც ტრადიციულად ქართველი და უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსები და მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები შეკრიბა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს საქართველოს სამ ქალაქში შვიდ გამორჩეულ კონცერტს აერთიანებს. „ღამის სერენადები“ 19 ივლისს ბორჯომში გაიხსნა, 21, 23 და 25 აგვისტოს ბათუმში გადაინაცვლა, დასკვნითი კონცერტები 16, 18 და 20 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის, ბათუმის, ბორჯომის მერიების, საქართველოში იტალიის საელჩოს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი“ მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე, ორგანიზატორი კომპანია „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი კი ნინა ცაგარელი.

როგორც ფესტივალის “ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა, ბორჯომის გახსნითი და ბათუმის სამი კონცერტით ფესტივალის საზაფხულო ნაწილი დასრულდა, თბილისის კონცერტებზე კი განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება. „ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წელს, ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალზე, მაყურებელმა ასეთი დიდი ინტერესი და სიყვარული გამოავლინა. ბათუმში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი საღამოები შედგა, შესანიშნავი მუსიკოსებით, მრავალფეროვანი პროგრამებით და, რაც ყველაზე მთავარია, საოცარი მაყურებლით. დარბაზის რეაქცია და ის ემოცია, რომელსაც ამ დღეებში ვგრძნობდით, ჩვენთვის საუკეთესო შეფასებაა. მაგრამ „ღამის სერენადები 2026“ ჯერ არ დასრულებულა. წინ თბილისია და მინდა, ყველა მუსიკის მოყვარულს ვუთხრა - გელოდებით!“-აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.

​წლევანდელი ფესტივალი ორმაგად ემოციური და საპასუხისმგებლოა ფესტივალის დირექტორის ნინა ცაგარელისთვის. მისი სიტყვებით, "ბათუმში კონცერტები დავასრულეთ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი მუსიკალური პროექტით "ტანგო ოპერაციონე", რომელიც ტანგოს ცეცხლოვან რიტმებსა და ოპერის კლასიკურ ვოკალს აერთიანებს. მაყურებლის ოვაციები, ბისები და აღფრთოვანება ჩვენ ძალიან გვახარებს. წელს ფესტივალი ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ ეს წელი ჩვენთვის ორმაგად ემოციური და საპასუხისმებლოა“. ​ემოციურია ფესტივალის მონაწილეთა შეფასებებიც.

გლორია კამპანერი, პიანისტი: „უბედნიერესი ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ბათუმში პირველად ვარ ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. დაუვიწყარი კონცერტი იყო. საოცარი მონაწილეებითა და არაჩვეულებრივი მსმენელით. მოხარული ვარ, რომ ამ კონცერტში ჩემს მეგობართან მარიო სტეფანო პიეტრო დარკისთან და არაჩვეულებრივ ქართველ სოპრანოსთან მარიკა მაჩიტიძესთან ერთად მივიღე მონაწილეობა."

ალესანდრო ბარიკო, მუსიკალური კრიტიკოსი: „პირველად ვარ საქართველოში, ბათუმში. ფანტასტიური ქვეყანა და გასაოცარი ხალხია. ძალიან სასიამოვნო და შთამბეჭდავი საღამო იყო. გავიცანი და აღმოვაჩინე არაჩვეულებრივი მუსიკოსები და შემსრულებლები. ასტორ პიაცოლას შემოქმედებას ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს, ერთ-ერთი მეც გახლავართ და მესიამოვნა ამ საღამოს მისი მოსმენა ვირტუოზი მუსიკოსების შესრულებით. წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალს და მის შემოქმედებით გუნდს."

მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ბანდონეონისტი: „ძალიან მიხარია, რომ წელსაც ვიღებ მონაწილეობას ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალში. უნიჭიერეს პიანისტთან გლორია კამპანერთან, სოპრანო მარიკასთან, ფლეიტისტ ნიკა ვადაჭკორიასთან და ქართველ მუსიკოსებთან ერთად წარმოვადგინეთ მუსიკალური პროექტი, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობა."

მარიკა მაჩიტიძე, სოპრანო: „უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალში. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია, რადგან ქალბატონი ლიანას 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვმონაწილეობდი ორ ძალიან ლამაზ და გამორჩეულ კონცერტში, რომელიც ბათუმელ მსმენელს ვაჩუქეთ. ეს პროგრამა ჩემთვის სიახლე იყო, მოკლე დროში მომიწია შესწავლა. დაუვიწყარი ემოციები მომცა ბრწყინვალე მუსიკოსებთან თანამშრომლობამ. იმედი მაქვს, რომ ფესტივალთან და მის არაჩვეულებრივ მონაწილეებთან ჩემი თანამშრომლობა ამით არ დასრულდება და მომავალშიც გაგრძელდება. დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს "ღამის სერენადებს". ფესტივალი მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“. პარტნიორი კომპანიები: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“, “გუდვილი” – პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში და ავეჯის სახლი „ნიტა“. საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „პოს ტვ“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, პალიტრა ნიუსი , საინფორმაციო სააგენტო„პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today’’, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი ,, The Messenger’’, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, „აჭარა თაიმსი“, რადიო ჰოლდინგი„ფორტუნა“ და ვებ-პლატფორმა Fortuna.ge.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?BM.GE
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

იმედი

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

იმედი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

იმედი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

იმედი