მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა
განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და თურქული ენების შესწავლის ხელშეწყობას.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას და მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და თურქეთის განათლების მინისტრები ან მათ მიერ უფლებამოსილი მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმებით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევს და მიღწეული შედეგების შეფასებაზე იმუშავებს.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • რას მოიცავს Broadcom-ისა Anthropic-ის $42-მილიარდიანი საკრედიტო შეთანხმება?BM.GE
  • 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაფორმულა
  • არტემ გრიბული საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს: „ეს იქნებოდა ნამეტანი დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის“ტვ პირველი
  • კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდარუსთავი 2
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურ პროგრესს, ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე

შალვა პაპუაშვილი: თავისუფალი ქვეყანა გულისხმობს ქვეყანას, რომელიც თავის თავს მართავს, სუვერენულია ანუ თავისუფალია. ჩვენ ამ თავისუფლებას მივაღწიეთ მათ შორის გარე ჩარევის შეზღუდვის და წითელი ხაზების გავლების გზით. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს 14 წელი, რომ ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მივაღწეით ამ 14 წლის განმავლობაში

შალვა პაპუაშვილი „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლაზე: საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

იმედი