მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლებაში ჩინეთთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - გივი მიქანაძემ შეთანხმება გააფორმა
განათლებაში ჩინეთთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - გივი მიქანაძემ შეთანხმება გააფორმა

განათლებაში ჩინეთთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - გივი მიქანაძემ შეთანხმება გააფორმა

BM.GE14 ნოემბერი, 2026, 15:05|bm.ge

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინპენმა.

გივი მიქანაძე ამბობს, რომ შეთანხმება განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს.

"საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ.

აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა განათლების სისტემის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ამის ნათელი მაგალითია — ეს არის ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების, ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მხარეებს შორის შეთანხმება ქალაქ პეკინში 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • შსს: ნოდარ ჩაჩუას ცოლმა დანაშაული აღიარა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაფორმულა
  • ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმარუსთავი 2
  • ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებსტვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

"სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 15%-მდე გაზრდა ფინანსურ აზრს მოკლებულია"|არჩილ იაკობაშვილი

"სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 15%-მდე გაზრდა ფინანსურ აზრს მოკლებულია"|არჩილ იაკობაშვილი

BM.GE

"მთა, ტაძარი, ხინკალი…არაფერი შეცვლილა" - მწარე სიმართლე ქართული ტურიზმის შესახებ სოფო დარბაიძისგან

"მთა, ტაძარი, ხინკალი…არაფერი შეცვლილა" - მწარე სიმართლე ქართული ტურიზმის შესახებ სოფო დარბაიძისგან

BM.GE

14 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

14 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

აშშ-ის მასშტაბით ყველა ავიარეისი შეჩერდა

აშშ-ის მასშტაბით ყველა ავიარეისი შეჩერდა

BM.GE