
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრებოდა. მან უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.
„ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, ასევე, წერილობითი დოკუმენტაცია. ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აწარმოა ტენდერები უშუალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურია შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში იყო 19 მილიონი, რომელთან დაკავშირებითაც შესაბამის მფარველობას და გარანტიებს გასცემდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ სახელშეკრულებო ღირებულების 10% უშუალოდ მიტანილ იქნა შესაბამისი პირის მიერ ვასილ მხეიძესთან, საიდანაც 750 000 ლარი აიღო ქრთამის სახით, ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ, ხელზე, ქრთამის სახით 750 000 ლარი გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს", - განაცხადა მედიასთან პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა.
ყოფილი პრემიერის ადვოკატები კი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრალდება წარუდგინა.
იმედი
წყარო: imedinews.ge