მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს
„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს

„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ დაიწყეს. თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან. გარემოსდაცვით საკითხებზე სპეციალიზებულ სალექციო კურსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები წარუძღვებიან. კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაცვა, წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიების მართვა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება. აღნიშნული კურსი გარემოსდაცვით თემებზე ჟურნალისტების ცნობიერებისა და პროფესიული უნარების გაძლიერებას, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ხარისხიან გავრცელებას, ასევე მედიისა და გარემოსდაცვითი სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და სისტემური საგანმანათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში, პირველი სემინარები თემებზე „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება“ და „წყლის რესურსების მართვა“ ჩატარდა, რომლებსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, იოსებ ქინქლაძე წარუძღვნენ. აღნიშნული ტრენინგების მსვლელობას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი დაესწრნენ, რომლებმაც გარემოსდაცვითი მიმართულებით ჟურნალისტების გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგეგმეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა