მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს

იმედი|imedinews.ge

22 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

ნადირობის სეზონი მომდევნო წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

„ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები, დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით და ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://des.gov.ge/Ge/HuntingSeason“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის,  თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

იმედი

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება

იმედი

Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

იმედი

გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ

გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ

იმედი