მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას
Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

იმედი|imedinews.ge

უკრაინა ცდილობს მიიღოს ნებართვა Starlink-ით აღჭურვილი დრონების გამოყენებაზე რუსული ბალისტიკური სარაკეტო დანადგარების წინააღმდეგ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 200 კილომეტრამდე მანძილზე. ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამისთვის ილონ მასკის თანხმობა იქნება საჭირო.

გამოცემის ინფორმაციით, წლის ბოლომდე უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად Patriot-ის სისტემების ასობით რაკეტა დასჭირდება. ამ პრობლემის საპასუხოდ, კიევი გამოსავალს ეძებს და საკუთარ დრონებზე Starlink-ის ინტეგრირების ნებართვას ითხოვს, რათა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საკვანძო სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყას.

Starlink-ის სისტემით აღჭურვილი დრონები SpaceX-ის თანამგზავრულ ქსელს იყენებენ, რაც ოპერატორებთან დიდ მანძილზე ბევრად უფრო სტაბილურ კავშირს უზრუნველყოფს, ვიდრე სტანდარტული რადიოარხები. ამასთან, ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ჩვეულებრივი რადიოელექტრონული დაბრკოლებებისადმი.

აღნიშნულმა დრონებმა უკრაინის ტერიტორიაზე, საბრძოლო მოქმედებებისას, საკუთარი ეფექტიანობა უკვე დაამტკიცეს. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის საზღვრებს მიღმა მათი გამოყენების ნებართვა რუსულ სარაკეტო დანადგარებზე ნადირობის პროცესს მნიშვნელოვნად წაადგება.

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლში ივლისში გამართული შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან ეშუამდგომლა Starlink-ის გამოყენების ნებართვაზე.

თუმცა ტრამპს მკაფიო პასუხი არ გაუცია და, ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე მყოფთა ცნობით, აღნიშნული გეგმა არ მოუწონებია.

გამოცემის წყაროები დასძენენ, რომ, მათი შეფასებით, მასკი კიევს ამის ნებართვას არ მისცემს. მანამდე მასკმა მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ Starlink-ის აქტიურ გამოყენებას კავშირგაბმულობისა და თავდაცვითი ოპერაციებისთვის. თუმცა, მან უკრაინულ მხარეს უარი უთხრა სისტემის გამოყენებაზე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრად ევგენი ხმარა დაინიშნაBM.GE
  • უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 103 მებრძოლი დაიბრუნაფორმულა
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →რუსული →

მსგავსი სტატიები

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის,  თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

იმედი

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება

იმედი

გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ

გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს

იმედი