მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ
გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ

გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, საქართველოს მომავლისთვის.

აღნიშნულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავის დღეებში, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული გზავნილებისა და ნარატივის გავრცელებამ განსაკუთრებით მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო.

„ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები, მკაფიოდ და უპირობოდ უარვყოფთ ამ ანტისახელმწიფოებრივ, კრემლისტურ ნარატივებს. მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ თუ პროფესიულ გაერთიანებებს - გავაცნობიეროთ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი, არ ავყვეთ რუსული პროპაგანდის მიერ თავსმოხვეულ დეზინფორმაციასა და შუღლს, მტკიცედ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს, როდესაც საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს ემუქრება, საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის შენარჩუნების უალტერნატივო გზა სამოქალაქო სიმტკიცისა და ერთიანობის გამოჩენაა.

ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების, ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის; ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე დააბრუნებს და საბოლოოდ გაათავისუფლებს რუსული ოკუპაციასა და გავლენისგან", - წერია განცხადებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ეკა გიგაური, თინათინ ხიდაშელი, გიორგი მშვენიერაძე აწერენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის,  თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

იმედი

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება

იმედი

Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს

იმედი