მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 131 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 268კგ-ს გადააჭარბა.

ყველაზე მეტი - 66 ფაქტი გამოვლენილია დასავლეთის რეგიონულის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 46 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 37 - კახეთში, 40 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 22 - ქვემო ქართლში, 18 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 5 - შიდა ქართლში, 4 - სამცხე-ჯავახეთში. 36 ფაქტი კი, გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 6 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.

უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის 6 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჯამში ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 65-მდე თევზმახე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში  ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

იმედი

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

იმედი