მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 10 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 4 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ. ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 19 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

იმედი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

იმედი

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

იმედი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

იმედი