მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს.

სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.

N11 და N25 ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ბავშვების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობები აშენდა. ამ ეტაპზე, ორივე საბავშვო ბაღში შიდა მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

განახლებული საბავშვო ბაღები სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ჯამში 750 ბავშვისთვის იქნება გათვლილი. N25 ბაგა-ბაღი 450 ბავშვს მოემსახურება, ხოლო N11 ბაგა-ბაღი 300 ბავშვს.

პროექტის დასრულების შედეგად, რუსთავში ბავშვებისთვის შეიქმნება თანამედროვე და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

იმედი

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

იმედი

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

იმედი