მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარი კასპაროვი: ევროპა ვერ გააგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და რუსეთთან ბრძოლის პირობის დადებას იმ ფონზე, როდესაც მისი ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები კვლავ ამ რეჟიმს ასაზრდოებენ
გარი კასპაროვი: ევროპა ვერ გააგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და რუსეთთან ბრძოლის პირობის დადებას იმ ფონზე, როდესაც მისი ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები კვლავ ამ რეჟიმს ასაზრდოებენ

იმედი|imedinews.ge

ევროპა ვერ გააგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და რუსეთთან ბრძოლის პირობის დადებას იმ ფონზე, როდესაც მისი ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები კვლავ ამ რეჟიმს ასაზრდოებენ, - წერს პოლიტიკური აქტივისტი გარი კასპაროვი ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

კასპაროვის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებით ევროპა კვლავ ადასტურებს, რომ მისი საპასუხო ზომები არ შეესაბამება მოსკოვის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის მასშტაბს.

„ეს დოკუმენტი უფრო წვრილმან ფინანსურ ვაჭრობას ჰგავს: რუსული ბეწვის მთავარი იმპორტიორების, იტალიისა და საბერძნეთის, მოთხოვნით სანქციებიდან სიასამურის ტყავი გამოირიცხა, ხოლო ათენის პროტესტის შემდეგ საბერძნეთს უფლება დაუტოვეს, ევროკავშირის საზღვრებს გარეთ რუსული თხევადი აირის გადაზიდვა გააგრძელოს“, - ნათქვამია სტატიაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპული ბიუროკრატია კვლავ მოგების მარჟების მაქსიმიზაციასა და საფრთხეების მინიმიზაციას ცდილობს“ და დასძინა, რომ „ასე გონიერი კომპანია იქცევა აქციონერებისთვის საუკეთესო კვარტალური მაჩვენებლების მისაღწევად, და არა ქვეყანა - ომის პირობებში“.

„ამ უბადრუკ საპასუხო ნაბიჯებს პუტინი მხოლოდ ესკალაციით პასუხობს. სულ რამდენიმე თვის წინ კიდევ შეიძლებოდა რუსეთის მთავრობის ქმედებებში გარკვეული ყოყმანის შემჩნევა. თუმცა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, ხელისუფლების მთელი ვერტიკალი უკვე ომისთვის არის მობილიზებული. ყოყმანის დრო წავიდა - ზევიდან ქვევით ყველას ერთი დევიზი აქვს: ომი ბოლომდე, რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს“, - წერს კასპაროვი.

„დღევანდელ რეალობაში ერთადერთი ადეკვატური რეაგირება რუსეთისთვის იმ სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და ეკონომიკური რესურსების ჩამორთმევაა, რომლებსაც ის საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებს. რუსეთი საერთაშორისო დონეზე გარიყულად უნდა იქცეს, ხოლო პუტინის ყველა მსახური - მოკვეთილად, სადაც არ უნდა დაადგან ფეხი. [...] ვიმედოვნებ, ევროპელი ლიდერები ისტორიის მწარე გაკვეთილებს არ დაივიწყებენ და გამოფხიზლდებიან, სანამ ომი უშუალოდ მათ კარზე არ მოაკაკუნებს და უალტერნატივო რეალობის წინაშე არ დააყენებს“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 295 სტატია.

  • პუტინის განკარგულებით, რუსეთმა Nestlé-ს აქტივებზე კონტროლი დაამყარაBM.GE
  • ლორდ ვუდი: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, რასაც უპასუხოდ არ დავტოვებთფორმულა
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

იმედი

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს