მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ
გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ

იმედი|imedinews.ge

მგონია, რომ ამათი წერილები და განცხადებები უნდა შეაფასოს ფსიქიატრმა და არა პოლიტიკოსმა, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “კობახიძის ეს შემოგდებული თემა გათვლილია იმ მასებზე, რომლებიც სოციალურ მძევლობაში აიყვანა რეჟიმმა და პროპაგანდის მიმართ არის მგრძნობიარე.”

კითხვაზე, დღეს რა პოზიცია აქვს ოპოზიციას რუსეთთან დაკავშირებით, ფოფხაძე პასუხობს, რომ გამორიცხავს რუსეთთან რამე ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს.

„პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოკუპანტია. მეორე, ის სტანდარტი, რაც მათ უკრაინაში გაჩაღებული ომით, მსოფლიოს შესთავაზეს, ეს არის სახიფათო სტანდარტი. თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია. ამას მე ომს არ ვუცხადებ და ხაზს არ ვუსვამ. ჩემ წრეში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან აგრესიულები არიან და იმ დონეზე არიან, რომ ყველაფერი რუსული არის ბოროტება. მე მიმაჩნია, რომ ბოროტებას არ შეიძლება ჰქონდეს ეროვნული კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რუსი პატრიოტია საქართველოს და ქართული იდეის“, - განაცხადა ფოფხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 300 სტატია.

  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • ტრამპის ხელმოწერით რუსეთის სანქცირებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტი ძალაში შევიდაფორმულა
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →რუსული →კულტურის →

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

იმედი

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი