
გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
იმედი|imedinews.ge
გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი გაიმართა.
გულუაშვილმა მედიას დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმის დეტალები გააცნო.
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს.
გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. საქმე ეხება ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge