მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანელი ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს გაეცნენ
გერმანელი ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს გაეცნენ

გერმანელი ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს გაეცნენ

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ბადენის მეღვინეთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც გერმანელ ორგანულ მევენახე-მეღვინეთა ასოციაციის ECOVIN-ის წარმომადგენელი, პაულინ კიოპფერი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და თანამედროვე მიდგომები, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში განხორციელებული სამეცნიერო და საერთაშორისო პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანული და მდგრადი მევენახეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს.

დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართული ვაზის იშვიათ და უნიკალურ ჯიშებს, მათი შესწავლისა და შენარჩუნების მიმართულებებს.

სტუმრებმა მოინახულეს ვაზისა და ღვინის მუზეუმი, სადაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატებია წარმოდგენილი.

ვიზიტის დასასრულს გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა, ხელმძღვანელობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NASA-მ მთვარეზე SpaceX-ის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერის ფოტოები გამოაქვეყნა

NASA-მ მთვარეზე SpaceX-ის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერის ფოტოები გამოაქვეყნა

იმედი

სოფელ ერისიმედში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ერისიმედში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

იმედი

ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს

ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს

იმედი

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

იმედი