
NASA-მ მთვარეზე SpaceX-ის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერის ფოტოები გამოაქვეყნა
იმედი|imedinews.ge
NASA-მ მთვარეზე ახალი კრატერის ფოტოების სერია გამოაქვეყნა. ეს კრატერი 5 აგვისტოს წარმოიქმნა - როდესაც SpaceX-ის რაკეტის ამაჩქარებელი ბლოკი, რომელიც კოსმოსში წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაფრინავდა, დედამიწის თანამგზავრს დაახლოებით 8,7 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახა.
კრატერის ფოტოები NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა Lunar Reconnaissance Orbiter გადაიღო, რომელიც მთვარის გარშემო მოძრაობს. ინჟინრებს აპარატის გადახრა დასჭირდათ, რათა მისი კამერები კრატერისკენ ყოფილიყო მიმართული. იმისათვის, რომ საჭირო ლოკაცია აპარატის ხედვის არეალში მოხვედრილიყო, 6 დღე გახდა საჭირო.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge