მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანელმა ევროპარლამენტარმა კაია კალასს უწოდა ევროკავშირის „უდაბლესი წარმომადგენელი“ და პატარა ატომური ბომბი, რომელთან შეხების შემდეგ ყველაფერი მომენტალურად იფერფლება
გერმანელმა ევროპარლამენტარმა კაია კალასს უწოდა ევროკავშირის „უდაბლესი წარმომადგენელი“ და პატარა ატომური ბომბი, რომელთან შეხების შემდეგ ყველაფერი მომენტალურად იფერფლება

გერმანელმა ევროპარლამენტარმა კაია კალასს უწოდა ევროკავშირის „უდაბლესი წარმომადგენელი“ და პატარა ატომური ბომბი, რომელთან შეხების შემდეგ ყველაფერი მომენტალურად იფერფლება

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტარმა გერმანიიდან მარტინ ზონებორმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი მწვავედ გააკრიტიკა.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში გერმანელმა კანონმდებელმა კალასის საგარეო კურსი გააკრიტიკა და მას უმაღლესი წარმომადგენლის ნაცვლად უდაბლესი წარმომადგენელი უწოდა.

„ის არის უდაბლესი წარმომადგენელი. ის იყო პრემიერ-მინისტრი ქვეყნის, რომელიც მოსახლეობით მიუნხენზე მცირეა. მან დაწერა წიგნი, რომელშიც არაფერი წერია. მამამისის (სიიმი კალასის) გარეშე ის, სავარაუდოდ, სახელმწიფო მოხელე ვერ გახდებოდა და მისთვის მეტად შესაფერისი საქმიანობით დაკავდებოდა (ცხოვრების წესის ინფლუენსერად)“, - დაწერა ზონებორმა.

მისი განცხადებით, კალასი იმდენად ცუდია, რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ ხვდება.

„მან ჩინეთი „ავადმყოფობას“ შეადარა, ხოლო ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკა „სიმსივნეს“, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები დღემდე ებრძვიან „მორფინის დოზებით“ (კორპორაციული სუბსიდიებით) იმის ნაცვლად, რომ „ქიმიოთერაპია“ დაიწყონ (პროტექციონიზმი და ეკონომიკური ომი).

და ახლა ის ევროპარლამენტში აცხადებს, რომ ევროკავშირს, რომელიც მისი წინამორბედების დროს, ყოველ შემთხვევაში, ირანული დიპლომატიისთვის ცენტრი იყო, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით სტრატეგია არ აქვს ,,იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი რამ ხდება“, - დაწერა მან.

ევროპარლამენტარის თქმით, ინტერნეტში კალასს „სულელ ბარბისაც“ ეძახიან და ბევრი გამოდის იდეით, უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას უდაბლესი წარმომადგენლის სახელი დაარქვან.

„პარლამენტში ჩვენ კალასს (და მის ფეთქებადსაშიშ სითხეს, ლტოლვას ყურადღებისკენ და საკუთარი თავის გადაფასებისკენ) ჩუმად ევროპულ ბირთვულ ვარიანტს ვუწოდებთ: ის ჩვენი პატარა (მეტად ეკოლოგიური) ატომური ბომბია, რომელთან შეხების შემდეგ ყველაფერი მომენტალურად იფერფლება“, - დასძინა მან.

Low Representative Sie war Premierministerin eines Landes, das weniger Einwohner hat als München. Sie schrieb ein Buch, in dem nichts steht. Und ohne ihren Vater (Siim Kallas) wäre sie vermutlich nicht Staatsfrau, sondern irgendetwas Passenderes geworden geworden… pic.twitter.com/i6ZuOb9B2O — Martin Sonneborn (@MartinSonneborn) May 21, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება